დაშინება, მოსყიდვა, კრიმინალები... - როგორ ყალბდებოდა არჩევნები

გამოქვეყნდა:

გაყალბების, დაშინებისა და მოსყიდვის წარმოუდგენელი მასშტაბების მიუხედავად, თვითმმართველობის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ მისთვის სასურველს შედეგს მაინც ვერ მიაღწია. ყველა დიდ ქალაქში მეორე ოლქია, მათ ნაწილში საკრებულოს უმრავლესობა და შესაბამისად ადგილზე ძალაუფლება ოპოზიციის ხელში გადადის, მაგრამ მეორე ტურების წინ როგორც ჩანს კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ოცნება ხელა ხსნის უბნებს, სადაც წააგო, და შემდეგ ნებისმიერი გზით, მათ შორის ბიულეტენების ფარულად შეცურებით ახლა ისტორიის უკვე დაწერილი  ფურცლის გადაწერას ცდილობს. იმ უბნებს კი სადაც ხელისუფლებამ მოიგო, დარღვევების დაფიქსირებაზე და საჩივრების განხილვაზე უარს ამბობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი