ქუთაისი კიდევ ერთი ქალაქია, სადაც ოცნებამ არჩევნები წააგო. მოსყიდვის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის ჩათვლითაც კი მმართველი პარტიის კანდიდატმა 42%-ზე მეტი ვერ მიიღო, მაშინ როცა ხატია დეკანოიძემ ხმების 44% აიღო.
მეორე ტურის წინ, "ოცნება", მასთან აფილირებული პირების მეშვეობით, ოპოზიციის კანდიდატს ყოფილ პოლიციელობას უწუნებს. ანუ საქართველოს და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებულ რეფორმას ნაკლად აცხადებენ ადამიანები, ვინც 9 წელია თვალს ხუჭავს გაზრდილ კრიმინალზე, თანაარსებობს ქურდულ სამყაროსთან ერთად და ახლა ქუთაისელებს ვითომ მენტალური დილემის წინაშე აყენებს.
ასეთია შავ-ბნელი გაგება იმ მმართველი პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ქუთაისს მერად უშიშროების აგენტი შესთავზა სახასიათო მეტსახელით - "ბოცა".