"შვილის დაკავება ძალიან ნაცნობია, წარმომიდგენია რა ტრიალებს ქალბატონი გიულის გულში" - ზუგდიდის აქციას გიული ალასანიაც ესწრება

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის საოლქო კომისიასთან მიმდინარე აქციას მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ესწრება. მას ანზორ მელიამ მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა 

ჩემს გვერდით მესამე პრეზიდენტის დედა, ქალბატონი გიული იმყოფება, რომელიც მიუხედავად ასეთი მძიმე დღეებისა, შვილის დაკავება ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ძალიან ნაცნობია, მე წარმომიდგენია რა ტრიალებს ქალბატონი გიულის გულში, მაგრამ რა ვაჟკაცი ქალბატონია, სხვანაირად რომ ყოფილიყო, ასეთ გმირ შვილს ვერ გაუზრდიდა საქართველოს" განაცხადა ანზორ მელიამ სიტყვით გამოსვლისას. 

საოლქო კომისიამდე ენმ-ს წევრები და მხარდამჭერები პარტიის ზუგდიდის ოფისიდან ფეხით მსვლელობით მივიდნენ, ზუგდიდის საოლქოს მხრიდან, ბიულეტენების გადათვლას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ენმ-ს კანდიდატს მოგებული არჩევნები წაართვეს და ხმები გაუყალბეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი