მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ახალი წარწერები დედაქალაქის ქუჩებში გვიან ღამით გამოჩნდა. სტენსილები დიღომშია გაკეთებული.
"თავისუფლება მიშას" - ეს წარწერები რამდენიმე დღის წინ თბილისის გარდა ქვეყნის სხვა ქალაქებში, შენობებსა და ქუჩებზე დატოვეს, თუმცა მუნიციპალიტეტეტებმა საგანგებო რეჟიმში მიავლინეს დასუფთავების სამსახურები იმისთვის, რომ წარწერები გაექროთ, მათ შორის ივანიშვილის შუშის სასახლის კედლიდან.