კასპში, ერთ- ერთი უბნიდან 117 ბიულეტენია გამქრალი - საოლქომ საჩივრები მაინც არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა კომისიას არჩევნების დღეს მომხდარ დაფიქსირებულ დარღვევებზე  12 საჩივრით მიმართა, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ერთი მათგანი არ დააკმაყოფილა.

ოპოზიცია კი ირწმუნება რომ კასპში საარჩევნო კარუსელი დატრიალდა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბნებიდან შემოუხაზავი ბიულეტენები გადიოდა, ქართული ოცნების აგიტატორები კი მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე 41 ნომერ-შემოხაზულ ბიულეტენებს ატანდნენ.

კასპში შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულთანაც გვქონდეს საქმე, რადგან ირკვევა, რომ  32-ე უბნიდან გამქრალია 117 ბიულეტენი და ოპოზიცია ვარაუდობს, რომ სწორედ ამ მეთოდით დაატრიალეს ე.წ. კარუსელი. გარდა ამისა, 800-მდე ბიულეტენი სადაც ოპოზიციური კანდიდატები იყო შემოხაზული, გააბათილეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი