
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები. ნიუ იორკის ცენტრში ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ და საქართველოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა გააპროტესტეს.
ქართველი ემიგრანტებისა და უკრაინელების ერთობლივი აქცია გაიმართა ოდესაშიც, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მისი პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.
აქციები გაიმართა შვედეთსა და გერმანიაშიც.