სტამბას შეერია დიდუბისა და მთაწმინდის ოლქების ბიულეტენები - ცესკოს განმარტება

გამოქვეყნდა:

ცესკო ელენე ხოშტარიას დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. საუბარია მაჟორიტარობის კანდიდატის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მთაწმინდის ბიულეტენები იპოვეს.

ადმინისტრაცია განმარტავს, რომ სტამბის წუნის შესახებ მათ არჩევნების დღესვე გაავრცელეს განცხადება:

"ჯერ კიდევ კენჭისყრის დღეს 2 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია სტამბის წუნის მქონე ბიულეტენებთან დაკავშირებით, როდესაც სტამბას შეერია დიდუბისა და მთაწმინდის ოლქების ბიულეტენები. იმისათვის, რომ კენჭისყრის პროცესი არ შეჩერებულიყო, დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიამ, იმსჯელა და განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება ერთგვაროვანი ბიულეტენი (ანუ მერის ნაწილში) ჩათვლილიყო დიდუბის ბიულეტენად. აღნიშნულის შესახებ, რა თქმა უნდა ინფორმაციას ფლობდა ოლქის ყველა კომისიის წევრი.

უკვე მერამდენედ მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებს არ გაავრცელონ არასწორი და დეზინფორმაციული მონაცემები. კვლავ მოგიწოდებთ ყველას, იმისათვის, რომ საარჩევნო გარემომ შეინარჩუნოს სიმშვიდე და პროცესები კვლავაც გამჭვირვალედ წარიმართოს, თავი შეიკავეთ მსგავსი გადაუმოწმებელი და არასწორი მონაცემების გავრცელებისგან." ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი