
"თავისუფლება მიშას"- ამ ლოზუნგით ამერიკაში, ილინოისის შტატში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა გააპროტესტეს.
"ჩვენ, ილინოისის ჩიკაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ვაპროტესტებთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და მოვითხოვთ:
- (1) მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას
- (2) მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას
- (3) ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს
ეს აქცია არის პოლიტიკური პატიმრის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი გლობალური კამპანიის ნაწილი",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, ევროპის არაერთ ქვეყანაშიც გაიმართა.
იხილეთ ასევე: