პოლიციის ბარიკადები და სოფლის ნობათი იორმუღანლოდან - ვითარება რუსთავის მე-12 ციხესთან

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე მე-10  დღეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის გასამხნევებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან ყოველდღე მიდიან მხარდამჭერები.

ცოტა ხნის წინ, პენიტენციური სამსახურის საზოგადოებრივი მისაღების ტერიტორია რკინის ბარიკადებით შემოღობეს. იქ კი სადაც რკინის ბარიკადები დააკლდათ, ყვითელი ლენტი გაავლეს.

საუბარია იმ ადგილზე, სადაც უკვე 10 დღეა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ და მედიის წარმომადგენლები მუშაობენ. 

ბარიკადებს მერიის თანამშრომლებთან ერთად, პოლიციელები, დეტექტივები და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები დგამდნენ. 

პარალელურად ციხესთან დღეს იორმუღანლოდან ჩამოსული ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები მივიდნენ მესამე პრეზიდენტის გასამხნევებლად, სიმბოლურად სოფლის ნობათი მიიტანეს და მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვეს.

"მთელი აზერბაიჯანელები მხარს ვუჭერთ მიხეილ სააკაშვილს, რადგან ამის დროს ერის გარჩევა არ იყო, ყველა იყო თანაბარი",- ამბობენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები. 

მათივე თქმით, "მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მომავალია". 

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი