ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში 2 საჩივრის განხილვა მიმდინარეობს, რომლის მიხედვით ოპოზიცია ზუგდიდის 67 საარჩევნო ოლქის მიერ უკანონოდ გაცემული განკარგულების გაუქმებას ითხოვს.
საქმე ეხება მირანდა მესხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, საოლქო კომისიის თავმჯდომარეს წინასწარ ჩასწორებული ბიულეტენები ჰქონდა იმისთვის, რომ გამარჯვება "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატისთვის მიენიჭებინა.
ოპოზიციის წარმომადგენლები მირანდა მესხისა და კომისიის იმ წევრების დაკითხვას მოითხოვენ, რომლებიც მათი თქმით, ადგილობრივი არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობას იღებდნენ.
ამასთან ოპოზიციის წარმომადგენლები, მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვენ.
ამ მოთხოვნით, გუშინ 9 ოქტომბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საარჩევნო კომისიასთან აქციაც გამართეს.
ავტორი: ემა გოგოხია