ოპოზიცია საეჭვო უბნების გადათვლას ითხოვს | ბრიფინგი ცესკოში

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია საეჭვო უბნების ხელახალ გადათვლას ითხოვს. ამბობენ, რომ ბიულეტენების თავიდან დათვლა მხოლოდ იმ უბნებში მოხდა სადაც პრობლემა არ ყოფილა და საჩივარი არავის დაუწერია. 

ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა და ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ უწყებას საგანგებო ბრიფინგზე ოფიციალურად მიმართეს. მათი თქმით, ახლა ცესკო ცდილობს, დემოკრატიული პროცესი ფორმალურად შექმნას, ხოლო შემთხვევითი შერჩევით გუშინ გადათვლილ ოქმებს რეალურად პრობლემურ ოქმებთან კავშირი არ აქვს. 

"საარჩევნო ოლქებში პირდაპირ მიდიოდა რამდენიმე საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა გახსნილიყო, მიუხედავად წინააღმდეგობისა, მაინც ამ უბნების დათვლა ხდებოდა, ზოგის მხოლოდ რაოდენობრივად ისე, რომ არ იყო კონკრეტული კრიტერიუმების დათვლა. იყო ზოგიერთი უბანი, სადაც გაცილებით მეტი ბათილი ბიულეტენი იყო და ნაკლებბათილიანი უბნები გაიხსნა.

მოვითხოვთ, გადაითვალოს კიდევ ერთხელ ის უბნები, რომლებიც იყო პრობლემური და რომელთან დაკავშირებითაც საარჩევნო სუბიექტებმა სხვადსხვა ოლქში მიმართეს შესაბამის კომისიებს", - თქვა გიორგი სიორიძემ. ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე. 

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს არაერთი საჩივარი აქვთ დაწერილი და  ცესკოს ოპოზიციონერი წევრები ითხოვენ, რომ სწორედ ასეთი უბნები იქნას გადათვლილი. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგების მიმართ ნდობა იქნება ნაკლები. 

იხილეთ ასევე:

თავმჯდომარის რეკომენდაციით 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა - ჯამში, გადათვლილია 812

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი