საარჩევნოდ მოხსნილი კანდიდატურების 100% ოპოზიციაზე მოდის, “ოცნების” არცერთ კანდიდატს კანდიდატურა არ მოუხსნია - თამარ კორძაია 

გამოქვეყნდა:

საქართველოს მასშტაბით მოხსნილი კანდიდატურების 100% ოპოზიციაზე მოდის. 661 შემთხვევიდან “ქართული ოცნების” არცერთ კანდიდატს არ მოუხსნია კანდიდატურა - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თამარ კორძაია სოციალურ ქსელში. 

თამარ კორძაია, საარჩევნო პერიოდში ოპოზიციაზე დაშინებისა და ზეწოლის ათეულობით კონკრეტული ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ "ვისაც ჰგონია, რომ ეს უბრალო დამთხვევაა, შესაშური ოპტიმიზმი ჰქონია". 

"დღეს ტვ პირველზე ვილაპარაკე ამ საკითხზე და აქაც გავიმეორებ.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს უამრავი ადამიანი ხსნიდა კანდიდატურას. Პოლიტიკური პარტიებისა თუ ამ ადამიანების გარემოცვის მხრიდან, აქტიურად მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები დააშინეს. ოფიციალურად, კანდიდატურის მოხსნის მიზეზად ოჯახური მდგომარეობის ან ჯანმრთელობის პრობლემები სახელდებოდა.

დავინტერესდი რამდენად აწუხებს ეს “ოჯახური და ჯანმრთელობის” პრობლემები სახელისუფლებო კანდიდატებს და აღმოჩნდა რომ საქართველოს მასშტაბით მოხსნილი კანდიდატურების 100% ოპოზიციაზე მოდის. 661 შემთხვევიდან “ქართული ოცნების” არცერთ კანდიდატს არ მოუხსნია კანდიდატურა.

ვისაც ჰგონია რომ ეს უბრალო დამთხვევაა და დაშინებასთან ადგილი არ გვაქვს, შესაშური ოპტიმიზმი ჰქონია. Რა თქმა უნდა, ამ ადამიანების დიდი ნაწილი დააშინეს და აიძულეს კანდიდატურები მოეხსნათ. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ისიც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციაზე დაშინებისა და ზეწოლის ათეულობით კონკრეტული ფაქტი გვაქვს აღრიცხული და დამუშავებული",- წერს თამარ კორძაია. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი