სასამართლომ ოპოზიციის საჩივარი არ დააკმაყოფილა და გამარჯვებული კანდიდატი დამარცხებულად გამოაცხადა | ზუგდიდში 1 საჩივრის განხილვა დასრულდა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 1 საჩივრის განხილვა დასრულდა. სასამართლომ ძალაში ხელმეორედ 
გადათვლის შედეგები დატოვა, რომლის თანახმადაც 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მმართველ გუნდს მიენიჭა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადაწყვეტილება ხმების გადათვლასთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო.

მათი თქმით, საოლქო კომისიის თავმჯდომარეს წინასწარ ჩასწორებული ბიულეტენები ჰქონდა იმისთვის, რომ გამარჯვება "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატისთვის მიენიჭებინა.

ოპოზიციის წარმომადგენლები მირანდა მესხისა და კომისიის იმ წევრების დაკითხვას მოითხოვენ, რომლებიც მათი თქმით, ადგილობრივი არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობას იღებდნენ.

ამასთან ოპოზიციის წარმომადგენლები, მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვენ.

ამ მოთხოვნით, გუშინ 9 ოქტომბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ზუგდიდის საარჩევნო კომისიასთან აქციაც გამართეს.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი