ყველა ხელისუფლებას, რომელსაც განუსაზღვრელი ვადით ან სულაც სამუდამოდ უნდა ძალაუფლების შენარჩუნება, დაემართება ეს: ადრე თუ გვიან დაიწყებს მთავარი ძალისხმევის მიმართვას ჯერ ამომრჩევლის სხვადასხვა მეთოდით იძულებაზე და, თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდება, შემდეგ არჩევნების შედეგების ფალსიფიცირებაზე.
მგონი, ამ 9 წლის განმავლობაში "ქართული ოცნება" არაფერში არ დახვეწილა ისე, როგორც არჩევნების გაყალბებაში - წლიდან წლამდე ხელისუფლება შესაშურ კრეატიულობას იჩენს და პროგრესს განიცდის ამ მიმართულებით.
და უნდა ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, ოპოზიცია მას ვერ ეწევა - ოპოზიციას პოსტ-ფაქტუმ გამოაქვს გაკვეთილები, თუ რაში და როგორ გააცურა ის ხელისუფლებამ და ამ მწარე გამოცდილებას მომდევნო არჩევნებზე იყენებს, მაგრამ "ოცნება" მას გაყალბების ინოვაციურ მეთოდებს ახვედრებს, რომლებისთვისაც ოპოზიცია, უბრალოდ, მზად არ აღმოჩნდება ხოლმე.
ფალსიფიცირების ძველი და ახალი ხრიკების ნაზავი გამოიყენა ხელისუფლებამ ამ არჩევნებზეც და კიდევ უფრო ინტენსიურად გამოიყენებს მეორე ტურებზე - ხომ ატყობთ, როგორ ჩუმად არიან. ლამის საერთოდ ხმას აღარ იღებენ არც არჩევნებზე და არც ოპონენტებზე ღია თავდასხმებით იწუხებენ უკვე თავს.
რაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ჩუმად, კულისებში მუშაობენ ძალაუფლების შენარჩუნების ფარულ ხერხებზე და გეგმებზე.
დავით აბრამიშვილი აღწერს ახლა თქვენთვის მარტივი ენით "ქართული ოცნების" გაყალბების მანქანას.