"სიტუაცია დამძიმდა, უჭირს საუბარი, სიარული... მიშას აქვს სისხლის დაავადება და პრეზიდენტი იღებს მხოლოდ წყალს" | ექიმის პირველი განცხადება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

გამოქვეყნდა:

"სიტუაცია დამძიმდა... მიშას აქვს სისხლის დაავადება" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.

სიტუაცია დამძიმდა... მისი მდგომარეობა გაუარესდა, საკმაოდ გაუარესდა... ორი დღის წინ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა... უარს ამბობობს თაფლის და წვენების მიღებაზე და ახლა მხოლოდ წყალს სვამს... მიშას აქვს სისხლის დაავადება, თალასემია. მე არასდროს მითქვამს ეს ტელევიზიაში და დღეს მომცა ამის გასაჯაროების უფლება. ამ სისხლის დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი. ეს იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლის რევერსი არ არსებობს... უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი, აწუხებს, რომ ცუდადაა, - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

მისივე თქმით, უკეთესობას არ ელოდება და აუცილებელი გახდება მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა. "ასე თუ გაგრძელდა, პრეზიდენტი ცოცხალი აღარ გვეყოლება" - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

მიხეილ სააკაშილი უკვე მე-10 დღეა, რაც პროტესტის ნიშნად საპატიმროში შიმშილობს.

მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმა 
Facebook-ზე გაავრცელა. მმართველი გუნდი მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მესამე პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადმოუკვეთავს და ის საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა დღის ბოლოს ის პრემიერმმინისტრმა თქვა, რომ ის საქართველოში დააკავეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი