"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინოთ" | ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინოთ" - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა:

"მე ხვალ აუცილებლად უნდა ვნახო მიხეილ სააკაშილი და მასთან ერთად უნდა მივიღო გარკვეული გადაწყვეტილებები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და შესაძლოა დადგეს ისეთი ვითარება, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინოთ. საქართველოს მეორე პრორუსულ მთავრობას ვერ მივცემთ უფლებას, რომ მეორე პროდასავლელი პრეზიდენტი მოგვიკლას",-თქვა ნიკა გვარამიამ.

ამ წუთებში რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი