შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირმა ლანჩხუთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს და მის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

უწყების განცხადებით, მომხდარზე 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ფ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ლანჩხუთში, თავის თანაკლასელს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს - გ.ც.-სა და მის მეუღლეს - ი.ზ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - წერია უწყების განცხადებაში.

ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი