თუ პრემიერმა თქვა, ნამდვილად გამკაცრდება - გომელაური მშენებლობის ნებართვის გაცემაზე

გამოქვეყნდა:

"პრემიერმა თუ თქვა, რომ გამკაცრდება, გამკაცრდება ნამდვილად" - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებაზე.

შს მინისტრის თქმით, ამ საკითხს მეტი ყურადღება მიექცევა.

"იქნება მეტი ყურადღება მისაქცევი. ძალიან დიდი პრობლემებია, თბილისში მით უმეტეს, თბილისი ყველაზე დიდი ქალაქია. როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამას მე არ ვიცი, ურთულესი თემაა ნამდვილად", - თქვა გომელაურმა.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს აღნიშნა, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. 

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ რეგულაციები, საერთოდ ნებართვის გაცემის პროცედურები. უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნას დაშვებული", - თქვა პრემიერმა. 

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი