მთლიანად რუსულ ინტერესებში შედის - მამა ზაზა თევზაძე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის პატიმრობას მამა ზაზა თევზაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ სირცხვილია დღევანდელ დღეს მოშიმშილე პრეზიდენტი გისოსებს მიღმა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები რუსული ინტერესებია.

"სირცხვილია დღევანდელ დღეს მოშიმშილე პრეზიდენტი გისოსებს მიღმა. თვითონ მისი პოლიტიკური აქციები კი არ შემცირდა, გაიზარდა. ეს ვითომ და სამართლებრივი დევნა, პოლიტიკურად მოტივირებულია, ღიმილის მომგვრელია ბრალდებები, რაღაც კოსტუმების საქმე. ეს მთლიანად რუსულ ინტერესებში ზის. რუსულ სივრცეს, რუსულ პოლიტიკურ ძალას არ სჭირდება საქართველოში სახელმწიფო რეფორმები და ძლიერი სახელმწიფო, თუ ვინმე ამას გადადგამს, შურისძიების გზებია დაგეგმილი, ერთ-ერთი ქეისი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი", - თქვა მამა ზაზა თევზაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს უკვე არაერთი მოქალაქე აწერს. ამ მოთხოვნის გარშემო მსახიობები, მწერლები და სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები ერთიანდებიან.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი