"თავისუფლება მიშას" - ამ მოწოდების გარშემო მესამე დღეა არაერთი მოქალაქე ერთიანდება. შეიქმნა პეტიციაც-მანიფესტით, რომლითაც მოქალაქეები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ხელმომწერები ფიქრობენ, რომ არ არის მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის მიმართ პერსონალური დამოკიდებულება. მთავარია, სურთ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება და მოსამართლეები, რომლებიც ოლიგარქისა და მისი გუნდის სიმშვიდის სადარაჯოზე არიან.

ხელმომწერთა შორის სასულიერო პირები, მწერლები, მსახიობები და სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები არიან.

"მთავარ არხთან" მეუფე მელქისედეკმა დაადასტურა, რომ პეტიციას ხელი მანაც მოაწერა - "მე პეტიციას მოვაწერე ხელი პრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით […] ეს არის ჩემი პოზიცია".

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი