თურქეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჯგუფი კავშირშია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვის საქმესთან - ინფორმაციას პოლიტოლოგი ზურა ბატიაშვილი ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, რუსეთის 6 მოქალაქე, ორი დღის წინ სტამბოლსა და ანტალიაში დააკავეს.
თურქული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯგუფი დაკავებული იყო სამხედრო და ეკონომიკური სახის ჯაშუშური ინფორმაციის შეგროვებითაც .
არსებული ინფორმაციით, მათი გეგმა იყო ჩეჩენი ბლოგერის, ხასან ხალიტოვის ლიკვიდაცია და ამისთვის 300 000 დოლარსაც იხდიდნენ.
ერთი და იგივე პირები ფიგურირებენ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმესთან და ამ ჯგუფში შემავალ ადამიანებთან არსებულ კონტაქტებში. ის პირი, რომლის ლიკვიდაციასაც აპირებენ, ეს არის თურქეთში მყოფი კადიროვის ოპონენტი, ხასან ხალიტოვი. იგი ასახელებს იმ პიროვნებას, რომელიც საქართველოშია დაკავებული გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვის საქმეში - ამბობს ბატიაშვილი
თავად ხალიტოვის თქმით, ჰქონდა ინფორმაცია რომ მას რამდენიმე თვე უთვალთვალებდნენ. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც:
"თურქეთში რუსეთის 6 მოქალაქე დააკავეს, მათი ლიდერი ვასამბეკ ბოკოვის მეგობარია. ეს ის ბოკოვია, რომელიც გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე დააკავეს. ვასამბეკ ბოკოვმა თურქეთში დაკავებული ბესლანი პირადად გამაცნო და მითხრა, რომ მისი ნათესავი იყო. როდესაც თურქეთში ჩამოვედი, ბესლანი აქ დამხვდა. როგორც გავიგე ჩემს მოსაკლავად 300 000-ს იხდიდა" ამბობს ხალიტოვი.
მისივე თქმით, მოსაკლავად იმ მიზეზით დასდევენ, რომ ჰგონიათ, გიორგი გაბუნიას საქმე მან ჩაშალა და პოლიციაში "ჩაუჩვათ".