ზურაბ ჟვანიას შვილს პოლიცია ნიკო კვარაცხელიას მკვლელების მფარველობისთვის ეძებს- კილაძე

გამოქვეყნდა:

ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას სამართალდამცავები ნიკო კვარაცხელიას მკვლელების მფარველობისთვის ეძებენ, ინფორმაციას "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს.

მისი თქმით, აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ  საცხოვრებელი ლოკაცია რამდენჯერმე შეიცვალეს. ერთ-ერთ სახლში კი ბუსა ჟვანიას დახმარებით იმალებოდნენ.

ქრონიკა პლიუსის რედაქტორი ამბობს, რომ ჟვანიამ საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვა, რასაც ადასტურებს ბუსა ჟვანის ბიძა გოგლა ჟვანიაც, თუმცა ამბობს რომ სამართალდამცავი ორგანოები ბუსა ჟვანიას არ ეძებენ.

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრისთვის ბუსა ჟვანიას პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ირკვევა, რომ ციხე მან რამდენიმე თვის წინ, ვადაზე ადრე დატოვა.

კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს.

ამავე თემაზე:

ბრალდებულების სამალავები - წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ლოკაცია ძმებ გაჩეჩილაძეების სახლი იყო
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი