"გაათავისუფლე მიშა!" | მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მდუმარე აქცია რუსთავის ციხესთან

გამოქვეყნდა:

"გაათავისუფლე მიშა!" - ამ ლოზუნგით მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები მდუმარე აქციას რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ამ წუთებში მართავენ. 

ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარია და ახლა ის ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც 1 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომ საქართველოში დაბრუნდა. მთელი დღის ძებნის შემდეგ ის სანზონაში, საცხოვრებელ სახლში აიყვანეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი