ივანიშვილის დილეგში იმყოფება ადამიანი, ვინც უსისხლოდ მოუტანა ქვეყანას თავისუფლება და მშვიდობიანად გადააბარა ძალაუფლება - ხერხეულიძე 

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილზე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა და თქვა, რომ საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს:

"ამაზე სამარცხვინო არაფერი შეიძლება მოხდეს, მტაცებელი ივანიშვილის დილეგში იმყოფება ადამიანი, რომელმაც უსისხლოდ მოუტანა ქვეყანას თავისუფლება და მშვიდობიანად გადააბარა ძალაუფლება. ამაზე მეტი ცინიზმი რა შეიძლება იყოს, რუსი ოლიგარქი არის იმ ციხის განმკარგავი, როცა უნდა გააღებს კარებს, როცა უნდა დაკეტავს, სადაც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი.

არ ვიცი, ეს თუ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი არ არის ქართველი საზოგადოებისთვის, იმ საზოგადოების გადასაწყვეტია, მაგრა მე ვფიქრობ, რომ ასე არ არის.

თავისთავად პროცესებს თავის დინამიკა ექნება, მაგრამ საზოგადოებრივ განწყობებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ უნდა გავიგოთ ქვეყანაში. მთელი აღქმით უნდა შევიცნოთ ის პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს და რასაც ბევრი ადამიანი 15-20 წლის მერე, აუცილებლად მოინანიებს",-თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმა 
Facebook-ზე გაავრცელა. მმართველი გუნდი მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მესამე პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადმოუკვეთავს და ის საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა დღის ბოლოს ის პრემიერმმინისტრმა თქვა, რომ ის საქართველოში დააკავეს.

უკვე მე-11 დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი, პროტესტის ნიშნად საპატიმროში შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი