
"თავისი ბოლო, ამ გადაწყვეტილებაშიც გამოჩნდა ის, რომ მან მოვალედ ჩათვალა, დაეტოვებინა მისი კომფორტის ზონა და ჩამოსულიყო საქართველოში იმ განზრახვით, რომ ის ციხეშიც და გისოსებმიღმაც აღმოჩნდებოდა... ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და დასტურია იმისა, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება ის საკუთარ ქვეყანას", - ამის შესახებ მამა ზაზა თევზაძე "მთავარი არხის" სპეცეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" საუბრობს.
ასეთი ადამიანი ყველანაირად თავისუფლების ღირსია. მე ვიტყოდი, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული ვითომც და სამართლებრივი დევნა, რომელსაც ოფიციალური თბილისის და ოფიციალური მოსკოვის გარდა არავინ აღიარებს, ეს არის ძალიან დამამძიმებელი გარემოება, რომელიც ჩვენი ერისთვის, უპირველესად, ზიანისმომტანია საერთაშორისო ასპარეზზე. თორე თავად ბატონი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური წონა გაიზარდა, არათუ რამე მოაკლდა... მე დარწმუნებული ვარ ამ რანგის ლიდერი და ამ შესაძლებლობების ადამიანი ყველაფერს ამ წინააღმდეგობას გადალახავს და იქნება ბოლომდე ქართველი ხალხის სამსახურში, - ამბობს მამა ზაზა.