თავს უხერხულად ვგრძნობ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და მისთვის ვერაფერს ვაკეთებ - პაატა ბურჭულაძე

გამოქვეყნდა:

"თავს უხერხულად ვგრძნობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში და მისთვის ვერაფერს ვერ ვაკეთებ" - განცხადება პაატა ბურჭულაძემ "მთავარი არხის" გადაცემაში "მთავარი დებატები" გააკეთა.

პაატა ბურჭულაძემ გადაცემაში თქვა, რომ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილიც და ბიძინა ივანიშვილიც უნდა ჰყავდეს, რათა მან სინათლესა და სიბნელეს შორის განსხვავება დაინახოს. მან საზოგადოებას 14 ოქტომბერს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

პაატა ბურჭულაძემ ასევე საპატიმროში მიხეილ სააკაშვილს მიმართა:

"მე მიხეილ სააკაშვილს ვეტყოდი, ჩემო პრეზიდენტო, მე და მთელი საქართველოს უდიდესი ნაწილი შენ გვერდში ვდგავართ. შენ მოგვეცი ვაჟკაცობისა და წინსვლის დიდი მაგალითი და ჩვენ შენ გაგიმართლებთ, რაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ, ისე რომ საქართველო გაიმარჯვებს. გამაგრდი ჩემო პრეზიდენტო.

შენ იცი იშიმშილო, თუ არ იშიმშილო, მაგაზე მე ვერაფერს გეტყვი, ჩემი ჭკუა შენ არ გესწავლება, მაგრამ ერთი რამეა, რომ ჩვენ შენ ჯანმრთელი გვჭირდები, გთხოვ გაუფრთხილდე თავს",-თქვა პაატა ბურჭულაძემ.

მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმა 
Facebook-ზე გაავრცელა. მმართველი გუნდი მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მესამე პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადმოუკვეთავს და ის საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა დღის ბოლოს ის პრემიერმმინისტრმა თქვა, რომ ის საქართველოში დააკავეს.

უკვე მე-11 დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი, პროტესტის ნიშნად საპატიმროში შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი