
"ვერ აწიეთ თემა" - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას, ირაკლი ღარიბაშვილის მოსალოდნელ გადაყენებასთან დაკავშირებით.
ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ ინფორმაცია სიცრუეა.
"ვერ აწიეთ ეს თემა და მაინც უტრიალებთ?...თემას როცა ვერ წევთ თავი უნდა დაანებოთ, რამე სხვა ტექნოლოგია ხომ არის?... ვერ აწიეთ თემა. გისურვებთ, რომ კარგად მოემზადოთ, არ გამოგივიდათ",-თქვა ანრი ოხანაშვილმა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დატოვებს.