შიმშილობის მე-12 დღე | მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

შიმშილობის მე-12 დღე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე უკვე აისახა. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები პრეზიდენტს უკვე გარეგნულად ეტყობა, ციხის ადმინისტრაცია მასთან პირად ექიმს არ უშვებს. უფრო მეტიც, ქართული ოცნება მოშიმშილე პატიმრის გესლიან დაცინვას განაგრძობს - ხელისუფლების ლიდერები დაუფარავად ამბობენ, რომ არ აინტერესებთ სააკაშვილის შიმშილობა. 

რადიკალურად საპირისპიროა სამოქალაქო ორგანიზაციების დამოკიდებულება და შეფასებები. ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რომელიც პოლიტიკური დევნილიდან პოლიტიკურ პატიმრად იქცა, დღეს გავლენიანმა ორგანიზაციებმა უკვე უწოდეს პოლიტიკური ტყვე, რომელიც შურისძიების სამიზნეა.

თავად მიხეილ სააკაშვილი კი ამ მძიმე ფონზეც სულისკვეთებას არ კარგავს და მხარდამჭერებს კვლავ ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი