შიდა ქართლში, 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით 50 წელს გადაცილებული ბაბუა დააკავეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოზარდი შეუძლოდ გახდა და ძალადობის შესახებ დედას უამბო.
ჩვენი ინფორმაციით, მსხვერპლს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, პასუხი კი ბაბუის დაკავების მიზეზი გახდა.
კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, ბრალის წარდგენის შემდეგ მის აღკვეთზე გორის რაიონული სასამართლო იმსჯელებს.
ამავე თემაზე: