
"თავისუფლება მიშას" - ამ შინაარსის სტენსილები ბათუმის ქუჩებში დილიდან გამოჩნდა. წარწერები ახალგაზრდული ორგანიზაცია "არ დათმოს" წევრებმა სიმბოლურად საბაგიროსთან გააკეთეს, საიდანაც საქართველოში დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი 8 წლის შემდეგ პირველად მიესალმა საქართველოს მოქალაქეებს.
ახალგაზრდების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პუტინის უკანონო პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წარწერები დღეს გამოჩნდა თელავშიც.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.