#თავისუფლებამიშას | თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

#თავისუფლებამიშას - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია დღეს, 14 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება. 

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარდება. 

ჩვენ აუცილებლად ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ თბილისში 14 ოქტომბერს 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევკრიბოთ, რომ არასდროს ჯერ განვლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ.ჩვენი, ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობის სურვილი კი არა, ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის. მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას დიდი სიამოვნებით, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილი, რომ ვისაც გინდა ჩასვამ დაიჭერ და შენი ბინძური პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ, - თქვა პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა ნიკა მელიამ აქციის დაანონსებისას. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში, სანზონაში მდებარე საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ამ დღეს მან გამთენიას, საქართველოში გადაღებული ვიდეომიმართვა გაავრცელა, რის შემდეგაც "ოცნების" ხელისუფლებამ მისი ძებნა დაიწყო, საღამოს კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. 

საპატიმროში ყოფნის პირველივე დღეს, მიხეილ სააკაშვილმა შიშილობა დაიწყო. მესამე პრეზიდენტი შიმშილობას დღესაც განაგრძობს და მხარდამჭერებს ბრძოლის გაგრძელებისა და აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი