დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ერა დაიწყება - მეუფე ნიკოლოზი

გამოქვეყნდა:

"იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ერა დაიწყება" - განცხადება ახალქალაქის, კარისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ შეხვედრის თემა სიძულვილის ენასა და შერიგებას შეეხებოდა. მიტროპოლიტმა იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდება და ქვეყანაში ახალი ერა დაიწყება:

"მე მინდა თქვენც ყველას მოგიწოდოთ, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ერა დაიწყება, იმითი, რომ ჩვენ ყველანი, მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას და ჩვენც ყველა გამოვნახოთ საერთო ენა",-თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი