მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით, იუსტიციაში შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს ხვდება.

რატი ბრეგაძესთან აუდიენციაზე ეკა ტიკარაძე, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ სარჯველაძე და ნინო ლომჯარია იმყოფებიან. 

შეგახსენებთ გუშინ იუსტიციამ ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს. 

სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა სამინისტროში. 

შეხვედრა დღეს უკვე გაიმართა ჯანდაცვაში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი