მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა - შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე, თამარ გაბუნია იმ ექიმებს შეხვდნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩაერთვებიან. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ზურაბ ფაღავა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი კარდიოლოგიის დარგში;

დავით მეტრეველი  - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ენდოკრინოლოგიის დარგში;

ალექსანდრე ცისკარიძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ნევროლოგიის დარგში;

ნინო შარაშენიძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგიის დარგში.

ასევე ნიკოლოზ ყიფშიძე, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, რომელიც უკვე სამი დღეა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ შედის და შესაბამის ნებართვას ელოდება. 

დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილ, რაც შეხვედრის შესახებ კომენტარებს გააკეთებენ.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართა, გამოიყოს ექიმების შესაბამისი ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას პერიოდულად დააკვირდება.

დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მე-13 დღეა. ადვოკატების ინფორმაციით, უკვე შესამჩნევია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება

ამავე თემაზე:

სპეკულაციები რომ ავირიდოთ, ციხის ექიმების მონიტორინგზე უარს არ ამბობს - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი