შიმშილობის მე-13 დღე. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა რუსთავის მე-12 საპატირმოში სულ უფრო მძიმდება და ამის მიუხედავად, პენიტენციური სამსახური მესამე დღეა სააკაშვილთან საკანში არ უშვებს მის პირად ექიმს, თუმცა ხელისუფლება იძულებულია იმოქმედოს.
"ქართლმა ოცნებამ" გადაწყვიტა, შექმნას კომისია მედიკოსების მონაწილეობით, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო მეთვალყურეობას გაუწევს. იუსტიციის და ჯანდაცვის მინისტრები სახალხო დამცველთან და პრეზიდენტის პირად ექიმთან ნიკოლოზ ყიფშიძესთან ერთად, რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ კომისიის შემადგენლობასა და ფუნქციებზე.
ცოტა ხნის წინ დასრულდა კიდევ ერთი შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში, სადაც როგორც იუსტიციის მინისტრმა თქვა, "შეჯერდნენ, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთმანეთს საჭიროებისამებრ რეგულარულად გაუზიარებენ ინფორმაციას". მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგის განხორციელება სახალხო დამცველს სთხოვეს.