მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, ინფორმაცია დროულად ვრცელდებოდეს, ისე რომ არ დაირღვეს პირადი მონაცემები - ლომჯარია

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებას ობიექტური და დროული ინფორმაცია მიეწოდოს, თუმცა მისი თქმით, ეს ისე უნდა მოხდეს, რომ არ დაირღვეს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემები.

"ყველაზე პრობლემური ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მნშვნელოვანია, რომ ობიექტური და დროული ინფორმაცია მიეწოდებოდეს საზოგადოებას, თუმცა ეს უნდა მოხდეს ისე, რომ უხეშად დარღვეული არ იყოს მისი პერსონალური მონაცემები.

მივესალმები, რომ ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა მულტიფუნქციური ჯგუფი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პატიმრის პირადი ნდობა ექიმების საქმიანობის მიმართ",-თქვა ნინო ლომჯარიამ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მესამე პრეზიდენტი უკვე მე-13 დღეა საპატიმროში შიმშილობს. გუშინ, 12 ოქტომბერს,  იუსტიციამ ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით ექიმები და მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ესწრებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ, შეხვედრა უკვე იუსტიციის სამინისტროში შედგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი