არ მაინტერესებს სუს-ის ფაილები, ღმერთი ყველას გვისმენს - მეუფე მიქაელი

გამოქვეყნდა:

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი, მეუფე მიქაელი ამბობს, რომ სუს-იდან ბოლოს გამოჟონილი ფარული ჩანაწერები, რომელშიც თავადაც მოხვდა, "არ აინტერესებს".

როგორც მეუფემ აღნიშნა, "ღმერთი ყველას გვისმენს" და გავრცელებულ ფაილებში შეიძლება სიმართლე მხოლოდ 5% იყოს.

"არ მაინტერესებს ამ სუს-ის ფაილები და რა გავაკეთო. შეიძლება იყოს 5% სიმართლე და 95% მიკერებული რაღაცეები. ეკლესიასაც უსმენენ და ყველაფერს უსმენენ და ღმერთი ყველას გვისმენს ჩვენ. სახელმწიფო რომ გვისმენს თუ გადამეტებულია, არ არის სწორი. ჩემზე არის რაღაც ჩანაწერები მითხრეს. რაც შეეხება ავთენტურობას, ცოტა ისეთი რაღაცეები, რაც ზედმეტია, იმას არ ვადასტურებ", - თქვა მეუფე მიქაელმა. 

ამავე თემაზე დღეს ჟურნალისტებმა კითხვები მეუფე სტეფანესაც დაუსვეს, რომელიც გავრცელებულ ფაილებში მოხვდა. ის ამბობს, რომ არაფერ შუაშია და ვერ ხვდება გამოკითხვაზე რატომ უნდა დაიბარონ. რაც შეეხება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანე ამბობს, რომ სუს-ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა და არაერთ სასულიერო პირს შეეხო, "მისი საქმე არაა".

ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსის მოქმედი პირების ნაწილმა დაადასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი