მოვედი და კიდევ მოვალ - ზუგდიდის საკრებულოს წევრი ავტოკოლონისთვის გზის გადაკეტვაზე

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის საკრებულოს წევრი, რომელიც სამეგრელოდან თბილისისკენ მომავალ ავტოკოლონას აბაშაში პარტიულ აქტივისტებთან ერთად დახვდა, ამბობს, რომ "მშვიდობიანად აპროტესტებს", თუმცა რას, ეს არ დაუკონკრეტებია. ის და "ოცნების" მხარდამჭერები კოლონას ცოცხებით და შეურაცხყოფით დახვდნენ.

"მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი და როდესაც გავიგე იყო აქცია, მოვედი და კიდევ მოვალ ყველა იმ აქციაზე, სადაც მშვიდობიანად გაპროტესტდება. არცერთი აიპი-ს თანამშრომელი აქ არ დგას, ჩემთვის ნამდვილად არაა უხერხული ხალხთან დგომა და ხალხთან ერთად დავდგები ყოველთვის", - თქვა თაზო ფაცაციამ.

ცნობისთვის, თბილისისკენ მომავალ კოლონას გზაზე "ოცნების" პარტაქტივი და ზუგდიდის საკრებულოს წევრები სამტრედიასთანაც დახვდნენ.

მოქალაქეები ავტოკოლონებით თბილისისკენ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მოემართებიან. მასშტაბური საპროტესტო აქცია 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

ამავე თემაზე: 

ავტორი: ემა გოგოხია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი