კახეთიდან მომავალ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ კოლონებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და პარტიულია აქტივი თელავის გასასვლელშიც ელოდება. ადგილზე შეკრებილებს ცოცხები და მეგის ქარდავას ფოტოები აქვთ მიტანილი.
მათ შორისაა თელავის საკრებულოს წევრი, ლევან კოჭლოშვილი.
ცნობისთვის, თბილისისკენ მომავალ კოლონას გზაზე "ოცნების" პარტაქტივი და ზუგდიდის საკრებულოს წევრები სამტრედიასთანაც დახვდნენ.
მოქალაქეები ავტოკოლონებით თბილისისკენ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მოემართებიან. მასშტაბური საპროტესტო აქცია 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
ავტორი: ია გულიაშვილი.