"რათ მინდა დარიგება, თქვენნაირი მათხოვარი კი არა ვარ, ცოცხი ვერ მიყიდია? მაჩუქეს" - იმერეთს შემდგ საჯარო მოხელეები და აგრესიული პარტაქტივი "ცოცხებით შეიარაღებული" უკვე გორთან გამოიყვანეს.
ადამიანები, რომლებსაც ხელში ცოცხები დააჭერინეს და საავტომობილო გზაზე დააყენეს, ამბობენ, რომ მიხეილ სააკშვილის არ უნდა გათავისუფლდეს, რადგან ის პოლიტპატიმარი არ არის.
კონტრაქციის მონაწილეები ძირითადად ტრადიციულად საჯარო მოხელეები არიან და ისინი ამას არც მალავენ, გამოირჩევიან აგრესიულობით "მთავარი არხის" მიმართ და იმუქრებიან - "ბოლოს ამ ცოცხს რომ გადაგამტვრევთ, მერე გაიგებთ"- ამბობს აქციის მონაწილე ერთ-ერთი ქალი.
გორი-თბილისის საავტომობილო გზაზე, ცოცხით და ყავარჯნებით დგას აგრესიით გამორჩეული ფარნა მახოხაშვილი.
ცოცხიანი მხარდამჭერები აქციაზე მომავალ კოლონებს იმერეთსა და სამეგრელოსთანაც დაახვედრეს. ისინი იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ და აქციაზე მომავალ ხალხს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
სამეგრელოში, აღნიშნულ აქციაში საჯარო მოხელეებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.