რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. "მთავარი არხის" ვებგვერდს იუსტიციის სამინისტროში უდასტურებენ, რომ ხანძარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორივე მათგანი პატიმარია.
ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე ციხის სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ენიტენციურმა სამსახურმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.