მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მეუფე მელქისედეკი მივიდა

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ცოტა ხნის წინ მეუფე მელქისედეკი მივიდა. 

"მოვედი, რომ ვნახო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, გავიგო რა მდგომარეობაშია. დიდი ინტერესია მისი ჯანმრთელობის მიმართ და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება", - თქვა მეუფე მელქისედეკმა.

ცნობისთვის, მეუფე მელქისედეკი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას შეუერდთა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში, 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უკვე მე-15 დღეა, შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი