ჩვეულებრივი საპოლიციო ინფრასტრუქტურაა - მინისტრის მოადგილე საკრებულოში აღმოჩენილ აპარატურაზე

გამოქვეყნდა:

ჩვეულებრივი საპოლიციო ინფრასტრუქტურაა - აცხადებს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საკრებულოში აღმოჩენილ აპარატურასთან დაკავშირებით და განმარტავს, რისთვისაა საჭირო: 

"ეს იყო პოლიციელებს შორის კავშირგაბმულობის სისტემის უზრუნველსაყოფად გამოყენებული სპეციალური აპარატურა, რომელიც მიზანს ისახავს, რომ პოლიციელებს შორის კავშირში არ იყოს შეფერხებები, სწორედ ამისთვის იყო მიტანილი იქ ეს აპარატურა, შესაბამისად, კითხვები არ უნდა არსებობდეს," - ამბობს დარახველიძე.

ცნობისთვის, საკრებულოს შენობაში ტექნიკა გუშინ აქტივისტებმა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა იპოვეს. აქციის მიმდინარეობისას "მთავარი არხის" აპარატურას სიგნალის გადაცემა უჭირდა, რაც სავარაუდოდ, სწორედ, საკრებულოში მოთავსებულ აპარატურას უკავშირდებოდა.

შსს-ს დღეს განცხადება გაავრცელა და ამტკიცებს, რომ საკრებულოში აღმოჩენილი ტექნიკა არა სიგნალის ჩამხშობი, არამედ გამაძლიერებელი იყო.

ამავე თემაზე:

"ის იყო თავის ადგილზე და არა საკრებულოში" - ჩუბინიძე აღმოჩენილ აპარატურაზე
 

აქცია რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი