ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით შეაჯამეს.
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში, ასევე, 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.
მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარდგენილი კანდიდატები:
ხოლო მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარდგენილი კანდიდატები:
მეორე ტური, კანონმდებლობის შესაბამისად, 30 ოქტომბერს გაიმართება.