ოპოზიციის წარმომადგენლები საერთაშორისო პარტნიორებს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო Rooms-ში უკვე 1 საათია მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, სენატის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. მათ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მთელი დღის განმავლობაში ექნებათ.
შეხვედრა უკვე დატოვეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ნიკა მელიამ და თინა ბოკუჩავამ, მათი შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა თქვეს, რომ მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრის დროს დააყენეს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი იყო.
ამასთან, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურზე, მათი თქმით, დიპლომატები საარჩევნო პროცესს ახლოდან აკვირდებიან და მათთვის ეს პროცესი მნიშვნელოვანია.
ამ წუთებში დიპლომატებთან შეხვედრას "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ხვდებიან.