"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, დიპლომატებთან შეხვედრაზე საუბარი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურსა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს შეეხო.
ენმ-ის წევრებმა შეხვედრა, რომელსაც აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი, ესწრებოდა, ცოტა ხნის წინ დატოვეს.
"ბუნებრივია, ეს დახურული ტიპის შეხვედრა იყო, საუბარი შედგა ყველა აქტუალურ საკითხზე, კარს მომდგარ არჩევნებთან დაკავშირებით და არა მხოლოდ, ბუნებრივია და ძირითადად, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
სასიხარულოა, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრები თავიდან ბოლომდე არიან ინფორმირებული იმაზე უკეთ ვიდრე პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც ვართ და ქართული ოცნება ამ მოცემულობას ძალიან ყურადღებით უნდა იაზრებდეს და ფიქრობდეს, რომ თუკი ისინი აპირებენ გაიმეორონ, ის ძალადობა, ის ენით აღუწერელი სისაძაგლე, რასაც სჩადიოდნენ 2 ოქტომბერს და ახლაც, როცა პატიმარ სააკაშვილს აქციას უწყობენ, სუს-თან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანები, როდესაც ქართული ოცნება აორგანიზებს თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე",-თქვა ნიკა მელიამ.
ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დიპლომატებთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს, საერთაშორისო პარტნიორებს პარტია "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ლიდერები ესწრებიან. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შეხვედრაზე დილით "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც იმყოფებიდა.