მარნეულში, ქვემო ქართლის სუს-ის უფროსის სახლი გაქურდეს - წაღებულია იარაღები, თანხა და ძვირფასი ნივთები

გამოქვეყნდა:

მარნეულში, ქვემო ქართლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სახლი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, ჯონი იმნაძის საცხოვრებელი სახლიდან სეიფია წაღებული, სადაც 2 ტაბელური იარაღი ინახებოდა. ასევე, წაღებულია დიდი ოდენობით თანხა და ძვირფასი ნივთები.

აღსანიშნავია, რომ სახლი ერთერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე მდებარეობს, მასთან ახლოსაა პოლიციის განყოფილებაც.

"მთავარი არხი" ჯონი იმნაძესთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ის მთელი დღის განმავლობაში კამერას გაურბის.

ქურდობის ფაქტს ადასტურებენ სუს-ის მაღალჩინოსნის მეზობლებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი