"ჯომარდაშვილი სამაშველოდან ქურდობისთვის გამოაგდეს, მახოხაშვილზე არაერთი საქმეა აღძრული" - ენმ "ოცნების" ცოცხიან მხარდამჭერებზე

გამოქვეყნდა:

ვინ არიან "ოცნების" დაჯგუფების წევრები და რის სანაცვლოდ მართავენ ისინი ოპოზიციის წინააღმდეგ აქციებს ცოცხებით? - "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ აქციების ორგანიზება "ოცნების" ცენტრალური ოფისიდან ხდება და მას დიტო სამხარაძე კოორდინირებს. 

მათი თქმით, გორის მისადგომებთან გამართულ კონტრაქციას ლევან ჯომარდაშვილი და ფარნა მახოხაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

ჯომარდაშვილი სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან თანამშრომლებისთვის საჭმლის მოპარვის გამო, ამავე ხელისუფლების დროს გაუშვეს, ახლა კი მას მორჩილების შემთხვევაში თანამდებობაზე აღდგენას ჰპირდებიან. ხოლო მახოხაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში არაერთი სისხლის სამართლის საქმე დევს.

"ლევან ჯომარდაშვილი იყო "ქართული ოცნების" მხარდამჭერი 2012 წლიდან და მათ შორის "ოცნებას" დასაქმებული ჰყავდა სამაშველოში, საიდანაც ჩვენი ინფორმაციით, გამოაგდეს სურსათის ქურდობის გამო. დაპირდნენ სამსახურში აღდგენას, "ქართული ოცნებით" ცდილობს რეაბილიტაცია მოხდეს და დაბრუნდეს ყოფილ თანამდებობაზე. ფარნა მახოხაშვილი კი არის კრიმინალი და კრიმინალური წარსულის მქონე, რომელზეც ჩვენი ინფორმაციით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე", - ამბობს გორის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ბექა ქორჩილავა. 

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ღონისძიებას 60 000-მდე მოქალაქე ესწრებოდა, მათ შორის საქართველოს სხვდადასხვა რეგიონებიდან. 

დღის განმავლობაში ქვეყნის არაერთი რეგიონიდან თბილისისკენ მომავალ მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანის აქტივისტები ცოცხებითა და ყავარჯნებით უსწორდებოდნენ. მათ შორის, უმთავრესად საჯარო მოხელეები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი