წაღებულია ე.წ. ფლეშკებიც, რომელზეც სავარაუდოდ, საიდუმლო ფაილები იყო | ახალი დეტალები სუს-ის მაღალჩინოსის გაქურდვაზე

გამოქვეყნდა:

პირებს, რომლებმაც მარნეულში, ქვემო ქართლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ჯონი იმნაძის სახლი გაქურდეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამ დრომდე ეძებენ.

"მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ სახლიდან 2 ტაბელური იარაღის, თანხისა და ძვირფასი ნივთების გარდა, უცნობმა პირებმა მეხსიერების ბარათებიც წაიღეს, რომელიც სეიფში, იარაღებთან ერთად ინახებოდა. ბარათებზე შესაძლოა, სუს-ის საიდუმლო ფაილები ყოფილიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ და აწარმოებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს. მათ უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, თუმცა ჯერჯერობით დამნაშავე პირები დაკავებულები არ არიან.

"მთავარი არხი" სუს-ის მაღალჩინოსანთან დაკავშირებას მთელი დღეა ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი