სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც გუშინ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან სტიკერების გაკვრის გამო დააკავეს, ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათ წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
საუბარია გიორგი რურუასა და ჯაბა ქამადაძეზე, რომლებიც ოლიგარქის რეზიდენციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ.
დაკავებულების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება.
გუშინდელი აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბრძოლას გაერთიანებული ძალებით მანამდე გააგრძელებენ, სანამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ დატოვებს. აქტივისტების თქმით, დაკავებითა და ფინანსური სანქციებით მათ ხელს ვერ შეუშლიან.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის რეზიდენციასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განსაკუთრებული მობილიზება იყო. ისინი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების სტიკერებს ხევდნენ და მათ პროტესტის გამოხატვის უფლებას არ აძლევდნენ.
იხილეთ ასევე: